ონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

A+ A-

21:50 08/03/2021

ონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე, მძღოლი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.