მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს
მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს

A+ A-

20:53 08/03/2021

მარტვილის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს ამ დრომდე პოლიციის კორდონი იცავს. ის რეზიდენციის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობს, თუმცა მრევლი მას გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

ადგილზე ხმაურია, მრევლის მხრიდან ისმის შეძახილები - "წადი", "ახალი რუის-ურბნისი საქართველოში".

ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ, სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.