"არანაირ საბაბს არ მოგცემთ, რომ ეს მოლაპარაკება ჩაშალოთ, რომელიც დასრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით"
"არანაირ საბაბს არ მოგცემთ, რომ ეს მოლაპარაკება ჩაშალოთ, რომელიც დასრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით"

A+ A-

16:30 08/03/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემს.

ბოკუჩავას განცხადებით, მოლაპარაკებები დასრულდება ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვით.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესიდან ამოვიდეთ, იმიტომ რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესში, რადგან ყველას ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციები შენარჩუნდეს და მაგიდის აყირავების საბაბი ხელისუფლებას არ მივცეთ, რომელიც ეძებს საბაბს, ჩვენ რომ ვატარებდით მშვიდობიან აქციებს, ამას იყენებდნენ საბაბად და იძახდნენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკებები. ახლა ამბობენ, ჩვენ რომ აღშფოთება გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი სადამსჯელო რაზმებს ქმნის მოქალაქეების ძალადობრივად დასჯის მიზნით, ამიტომ გვინდა მოლაპარაკების ჩაშლა.

არა ბატონებო, ჩვენ არანაირ საბაბს არ მოგცემთ, რომ ეს მოლაპარაკება ჩაშალოთ, რომელიც აუცილებლად დასრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით, ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრით და იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდება და მოგვცემს საშუალებას, მარიონეტები არ იყვენენ თანამდებობებზე სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში როგორებიც ახლა არიან", - განაცხადა "დღის კურიერში" თინა ბოკუჩავამ.