სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები გვიშოვა, ამას ქვია ჭერი აარღვია - გვარამია
სააკაშვილმა კოვიდის ვაქცინები გვიშოვა, ამას ქვია ჭერი აარღვია - გვარამია

A+ A-

21:04 27/01/2021

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშოვა, წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და უკვდავების წყალი მოიტანოს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

მისი თქმით, ივანიშვილი სააკაშვილისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის გადასარჩენად არც კი განძრეულა.

“სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს სააკაშვილმა განაცხადა: “მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.”