ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა - როგორ ემზადება "გირჩი" ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან სასაუბროდ
ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა - როგორ ემზადება "გირჩი" ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან სასაუბროდ

A+ A-

19:00 27/01/2021

,,გირჩი” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდ ემზადება, მანამდე კი პარტიის ერთ ერთი ლლიდერი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვთ დღეს. მეტიც ძველი „გირჩელი“ ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სერგეენკოს პოზიციას, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ, სრულად ეთანხმება. ამის შესახებ ხვიჩიამ ,,2020NEWS”-ს თავად განუცხადა.

ხვიჩიას თქმითვე, ,,გირჩმა” საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მასსა და ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან სათანადო საუბარი ვერ შედგა.

 -,,ქართული ოცნებისდეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ის მხარს არ დაუჭერს ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. თუკი მმართველ უმრავლესობაში უარი განაცხადეს მანდატების გაუქმებაზე, ამის შემდეგ რას უნდა ველოდოთ?

-რეგლამენტზე საუბარს ვერ დავიწყებ, არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ. რაც შეეხება დავით სერგეენკოს განცხადებას, მისაღებია მისი პოზიცია. რადგან კონსტრუქციული მიდგომა იქნება და ,,ქართულმა ოცნებამ” არ უნდა ჩაუხსნას თავიანთ კოლეგებს უფლებამოსილება მანამდე, ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ გაირკვევა.

პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან. რას ნიშნავს ეს სიტყვები?

- ოპოზიციური ჯგუფები არ ვიცი, რას ნიშნავს. თუ იმას გულისხმობს, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქ ფრაქციას შექმნის, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს და ვფიქრობ, ეს ასეც მოხდება.

 - ,,ქართულ ოცნებაშიაცხადებენ, რომ მოლაპარაკებებზე თანახმა არიან ოპოზიციასთან, თუმცა დიდი წითელი ხაზი აქვთ გავლებული ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით...

- კარგია თუ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ჩემი აზრით, ჩვენ მოლაპარაკებები ფასილიტატორების გარეშე უნდა გავმართოთ, რადგან კოლეგები ვართ და სჯობს, პირდაპირ ვისაუბროთ ერთმანეთთან.

ჯერ შიგნით უნდა გავიაროთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ის საზღვრები, რაც არსებობს და შემდეგ უნდა ვთხოვოთ სხვებს დახმარება.

თქვენმა თანაპარტიელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან აპირებს საუბარს. რას მიშნავს ეს, ,,ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერები და მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა აზრზე არიან?

- ჩვენ გვაინტერესებს ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, უნდათ თუ არა ,,გირჩთან” შეთანხმება. ამიტომაც განაცხადა მეგრელიშვილმა, რომ სააკაშვილთან სურდა გასაუბრება.

სწორედ ექსპრეზიდენტთან გასაუბრების შემდეგ, შევიტყობთ, რა უნდა ,,ნაციონალურ მოძრაობას”.

ჩვენ ნიკა მელიასაც გავესაუბრეთ, თუმცა ეს საუბარი არ იყო სათანადო, როგორიც ამ მოლაპარაკებებს ჭირდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ სააკაშვილთან საუბარი“.

შეგახსენებთ, პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების მოხსნის პროცედურა უკვე დაიწყო. დღეს „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობამ პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს.