"შორთ სქვიზი", ანუ დიდი გამართლება შეერთებულ შტატებში - "ველსის" სკანდალური ამბები მსოფლიოდან
"შორთ სქვიზი", ანუ დიდი გამართლება შეერთებულ შტატებში - "ველსის" სკანდალური ამბები მსოფლიოდან

A+ A-

18:30 25/01/2021

ე.წ. “შორთ სქვიზი” გულისხმობს აქციის ფასის მკვეთრად ზრდას. ეს ხდება მაშინ, როდესაც მოვაჭრეებს, რომლებსაც პროგნოზი ჰქონდათ, რომ აქციის ფასი დაეცემოდა არ მართლდება, უწევთ მისი შესყიდვა უფრო დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად.

პარასკევი, 2021 წლის 22 იანვარი

  1. აშშ-ს ბაზრები ყველა დროის მაქსიმუმებიდან დაეცა
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. ე.წ. “შორთ სქვიზი”
  4. დიდი რიცხვი: 34.5%
  5. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

აშშ-ს ბაზრების ნიშნული მაქსიმუმებიდან ჩამოდის

DJIA-ისა და S&P 500-ის ინდექსებმა ვარდნა განიცადა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა კი კვლავ მოიმატა. საბაზრო განწყობაში თავის როლს თამაშობს მღელვარება ბრიტანეთში არსებული ეპიდსიტუაციისა (უფრო მომაკვდინელი ახალი შტამის შესახებ გავრცელებული ცნობები) და პრეზიდენტ ბაიდენის სტიმულირების გეგმის მიღების შესახებ.

ფინანსური შედინება კაპიტალურ აქციებში ზედიზედ მე-12 კვირაა გრძელდება. ყველაზე მსხვილ ბენეფიციარებს შორის განვითარებადი ბაზრები არიან. ინვესტორები ხედავენ, რომ მათი ეკონომიკური აღდგენა ბევრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში, და შეიძლება ინფლაციის გარდაუვალი ზრდით ისარგებლონ.

ახალი წლიდან სამი კვირა გავიდა, ინვესტორებთა თვალთახედვაში კი უკვე იკვეთება ადრეული კონტურები. ე.წ. ,,Big Tech’’-ი დაბრუნდა. საქმეში არიან ასევე მცირე კაპიტალის აქციებიც. ამასობაში, პოზიციებს თმობენ ოქრო და გრძელვადიანი სამთავრობო ობლიგაციები.

 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • კორონავირუსის ახალ სახეობათა წარმოშობასთან ერთად იცვლება მთავრობების დღის წესრიგი. ჩინეთმა მილიონამდე ადამიანს ტესტირება ჩაუტარა და ახალი წლის სეზონზე (ადგილობრივი მთვარის კალენდრით) მოგზაურობა შეზღუდა. სხვა ცნობებით, ჰონგ კონგი ახლად აფეთქებული ეპიდემიის შესაკავებლად 150-მდე შენობის საგულდაგულო ,,ჩაკეტვას’’ აპირებს მასში მცხოვრებ 10 ათას ადამიანთან ერთად. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, ​​რომ რიგით მესამე ლოქდაუნი ქვეყანაში გაზაფხულის მერეც გაგრძელდეს. საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ მესამე ლოქდაუნის საჭიროება შესაძლოა მასთანაც დადგეს.
  • Ford-ში აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც 3 მილიონამდე ავტომანქანის ფარგლებში Takata-ს წარმოების აირბაგების ჩანაცვლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ოპერაცია $610 მილიონი დაჯდება. კომპანია ამტკიცებდა, რომ ,,გამოვლენილი რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყო მნიშვნელოვანი”, მაგრამ მარეგულირებელმა ორგანომ 19 იანვარს შუამდგომლობაზე უარი თქვა. ავტომობილების მწარმოებლის აქციები ამ თვეში 30%-ით გაიზარდა.
  • კორონავირუსის გავრცელების ტემპი აშშ-ში არ კლებულობს, ამიტომაც კინოსტუდიები ფილმების სეზონის გახსნას აყოვნებენ. ბონდიანას ბოლო ფილმის გამოსვლა დენიელ კრეიგის მონაწილეობით, - „სიკვდილის დრო არ არის“, - მესამედ გადაიდო. თავდაპირველად იგი 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა დღევანდელი პროგნოზების მიხედვით, ამა წლის ოქტომბერში ვიხილავთ. Sony-მ (,,Peter Rabbit 2’’, ,,Ghostbusters’’, ,,Cinderella’’ და ა.შ.) და Warner Bros.- მა (,,The New Saints Of Newark’’) ამ თვის პრემიერები ასევე გარკვეული დროით გადასწიეს.
  • Google-მა განაცხადა, რომ ავსტრალიაში საკუთარი საძიებო სისტემა შესაძლოა შეაჩეროს, თუკი მისთვის ,,მიუღებელ” კანონმდებლობას შეეჩეხება. შემოთავაზებული კანონის მიხედვით, ტექნოლოგიურ გიგანტს ახალი ამბების ნაწყვეტებისა და ბმულების სანაცვლოდ მედიაკომპანიებისთვის გარკვეული ანაზღაურების გადახდა მოუწევს. რეალურად იგი მხოლოდ თავისი გლობალური სალიცენზიო პროგრამის, ,,Google News Showcase’’-ის ფარგლებში ფულის გადახდაზეა თანახმა.
  • Bloomberg-ის მიხედვით, მომავალ წელს Apple-ის მიერ ,,VR’’ (,,ვირტუალური რეალობა’’) ყურსასმენის გამოშვება იგეგმება. სხვა კონკურენტების: Facebook-ის, Sony-ის და HTC-ის პროდუქციასთან შედარებით, მოწინავე ჩიპების შემცველი ეს პროდუქტი უფრო ძვირადღირებული იქნება. კომპანია იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში ის გარე დეველოპერებსა და მომხმარებლებს უფრო მეტი ,,AR’’ (,,გაძლიერებული რეალობა’’) სათვალისთვის შეამზადებს. ,,VR’’ ყურსასმენების ბაზარი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მათ ყიდვას კი ძირითადად გეიმინგის სფეროში არსებული მოთხოვნა განაპირობებს.

 

GameStop-ის აქციები შეუჩერებლად იწევს მაღლა მას შემდეგ, რაც საბჭოს ახალი წევრი, Chewy-ის თანადამფუძნებელი და ინვესტორი რაიან კოენი დაემატა. კოენი მყარი რეპუტაციის პატრონია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მკვეთრი აღმასვლის ნამდვილი მიზეზი ე.წ. ,,Short squeeze’’-ია, - სიტუაცია, როდესაც ყველა ელოდება, რომ აქციების ფასი დაიკლებს, სინამდვილეში კი ის იმატებს. მოკლე პოზიციის გამყიდველები, ვისაც თანხობრივი ზარალისა და სესხის მაღალი საფასურის საშიშროება დაემუქრა, იძულებულნი გახდნენ, თავიანთი პოზიციები დაეხურათ და შეესყიდათ.

გაგრძელდება ეს ყველაფერი? არა, - გვარწმუნებს Wedbush-ის ანალიტიკოსი მაიკლ პაჩტერი, რომელსაც სამიზნე ფასად $16 აქვს დადგენილი. ხუთშაბათს აქცია +10%-ით დაიხურა და  $43.03-ს გაუტოლდა.

Google Trends-ის მიხედვით, რომ აშშ-ში ახლანდელი ,,short squeeze’’-ის ნიშნული 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, როდესაც მსგავსი მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.

“შორტ” ინტერესი იზრდება

ეს არ იყო აშშ-ის საფონდო ბაზრის საწინააღმდეგოდ ფსონების ჩამოსვლისთვის საუკეთესო დრო. მართალია, მოკლევადიანმა ინტერესმა $108 მლრდ-ით მოიმატა და $1,05 ტრლნ შეადგინა, თუმცა ამით ისტორია არ ამოწურულა. S3 Partners-ის თანახმად, მოკლე პოზიციების მოვაჭრეებმა აქტიურად დაფარეს თავიანთი პოზიციები 2020 წლის მარათონში, რაც ინტერესის ზრდის ფონზე შეუმჩნეველი დარჩა.

Goldman Sachs-ის თანახმად, S&P 500 ინდექსზე მოკლევადიანი ინტერესი, როგორც საბაზრო კაპიტალიზაციის ინდიკატორი, 1,5%-მდე შემცირდა. ეს 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მარტის მინიმუმების შემდეგ, აქციების საბანკო ,,კალათამ’’ 2018%-ით მოიმატა და 11 იანვრისთვის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

შარშან “შორტ” პოზიციების მფლობელთა ქონება $245 მლრდ-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მათგან 57%-მა საბოლოოდ წამგებიანი შეთავაზება დადო. ყველაზე დიდი ზარალი მომხმარებელთა დისკრეციულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებს მიადგა. მინიმალური მოგება ნახეს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ფინანსური და კომუნალური სექტორებმა. $1 მილიარდზე დიდი მოგება მხოლოდ ხუთამდე მოკლე პოზიციას დარჩა: Exxon Mobil, AT&T, Raytheon, Luckin Coffee და Wells Fargo. შედარებისთვის, 52-მა აქციამ (Tesla-ს თაოსნობით) მოკლე ვადაში $1 მილიარდზე მეტი წააგო. ინვესტორებმა, რომლებმაც ფსონები ელექტრომობილების მწარმოებლის წინააღმდეგ დადეს, $40 მილიარდამდე იზარალეს.

S3-ის თანახმად, მოკლევადიანი ინტერესის ზრდის მთელი ეს ისტორია, რომელიც ,,short squeeze’’-ებისა და მცირეხნიანი დაფარვების წყებას მოიცავს, არც 2021 წელს შეწყვეტილა. ინტერესმა  $51 მილიარდით მოიმატა, მოკლე პოზიციებით მოვაჭრეებმა კი $78 მილიარდი იზარალეს.

34.5%

ეს ინდივიდუალური ინვესტორების ამერიკული ასოციაციის (AAII) მიერ გამოკითხული ცალკეული ინვესტორების ცუდი განწყობის პროცენტული მაჩვენებელია. სხვაგვარად რომ ითქვას, იმ ვარაუდებისა, რომ სააქციო ფასები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შემცირდება. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ (35,3%) ის ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. პესიმიზმი ასევე აღემატება მის საშუალო ისტორიულ მაჩვენებელს - 30,5%, რაც ამ წელიწადში უკვე მეორე შემთხვევაა. თუმცა, განწყობა მუდმივად ცვალებადი ცნებაა.

გასულ წელს ყოველკვირეული გამოკითხვების მიხედვით გამოვლენილი პესიმიზმის საშუალო დონე ისტორიულად მეოთხე ყველაზე მაღალი გამოდგა. ინდივიდუალური ინვესტორების პროცენტული წილი, რომლებიც თავიანთ ექვსთვიან პერსპექტივაში შემცირებას ელოდნენ, 2020 წელს საშუალოდ 38.8% იყო. ამის მიუხედავად, მათ თავიანთ პორტფელის ნახევარზე მეტი აქციებში შეინარჩუნეს. წლევანდელი ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამჟამინდელ სურათში არაფერი შეცვლილა.

მოლოდინები, რომ სააქციო ფასები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოიმატებს, 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 42.5% შეადგინა, თუმცა თავის საშუალო ისტორიულ 38%-ს უკვე მე-10 კვირაა,მაინც აღემატება.

წევრებს შორის Bitcoin-ის აქციები განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს: მათი 41% მომავალში შეფერხებას ელოდება. გამოკითხულთა დაახლოებით 17% ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა მოიმატებს, 15% კი ამბობს, რომ ეს ძალიან სარისკო საქმეა. ინვესტორთა 16%-ს, უბრალოდ არ ესმის მისი კონცეფცია.

რა უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

წინა კვირას დიდმა ტექნოლოგიურმა აქციებმა ლიდერობა გაიმყარეს. ამჯერად ინვესტორები ყურადღებას მათგან ყველაზე პოპულარულ ზოგიერთ აქციების მოგებათა შედეგებზე გაამახვილებენ ყურადღებას  (იხილეთ ქვემოთ). ასევე, აშშ-ის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი (FOMC) საპროცენტო განაკვეთების შესახებ სამშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებთან პირველ შეხვედრას გამართავს.

მნიშვნელოვანი კვარტლური მოხსენებები

26 იანვარი

27 იანვარი

28 იანვარი

  • American Airlines (AAL)

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 
 
 

 

 

მსგავსი თემები