ოპოზიცია მოძალადეა, ფანგანი, რომელმაც ადამიანს თავზე ნაგვის ყუთი "ჩამოაცვა", პასუხს აგებს - მაჭარაშვილი
ოპოზიცია მოძალადეა, ფანგანი, რომელმაც ადამიანს თავზე ნაგვის ყუთი "ჩამოაცვა", პასუხს აგებს -  მაჭარაშვილი

A+ A-

17:58 25/01/2021

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ირაკლი ფანგანმა ,,იხულინგა”, რის გამოც, ის პასუხს აგებს. ,,ქართული ოცნება” არავის მისცემს უფლებას, დანაშაული ჩაიდინოს და შემდეგ ამაზე პასუხი არ აგოს. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან ,,ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ წევრს, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე,  ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ძალადობის წახალისებას ცდილობს და ირაკლი ფანგანს ,,ხულიგნობას” უწონებს.

,,ნაგვის ყუთის თავზე დამხობა არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავს ქმედებას არ მოყვება მოწონება. სახალხო დამცველმაც გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და განაცხადა, რომ ის გმობს ადამიანის მიმართ მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას.

ვინც ეს საქციელი მოიწონა, ის არ არის ადეკვატური. როგორ შეიძლება, ამ საქციელს რაიმე დადებითი მხარე უპოვოს ადამიანმა?!“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

დეპუტატის თქმითვე, რადიკალურ ოპოზიციაში დამნაშვავის წახალისებას ცდილობენ. 

სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებაც მოწონეს ირაკლი ფანგანს დანაშაული და მის წახალისებასაც კი ცდილობენ.

,,ქართული ოცნება” არ მისცემს არავის იმის უფლებას, რომ დანაშაულებები ჩაიდინონ და შემდეგ ამისათვის პასუხი არ აგონ. ირაკლი ფანგანისთვის უნდა აღეკვეთათ თავისუფლება და ასეც მოქცნენ, რადგან მან ადამიანს თავზე ნაგვისყუთი ,,ჩამოაცვა”. მან იხულიგნა და ამ ხულიგნობისთვის ის სამართლებრივად აგებს პასუხს.

ოპოზიცია, რომ ძალადობასთან ასოცირდება ეს ირაკლი ფანგანის ქმედებამაც დაამტკიცა”, - აცხადებს მაჭარაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 25 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე, ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ბრალის წარდგენის შემდეგ,  სასამართლომ  ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.

ხატია მამულია