ალექსეი ნავალნის პატიმრობა შეეფარდა

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.
ნავალნი ქვეყანაში, გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.