"ოცნება" პირველმა "მერცხალმა" დატოვა - რატომ გაყვა უკან ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს?
"ოცნება" პირველმა "მერცხალმა" დატოვა - რატომ გაყვა უკან ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს?

A+ A-

17:35 18/01/2021

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე, რომელიცქართული ოცნების" დაარსების დღიდან პარტიის მხარდამჭერი დადამრტყმელი მუშტიიყო, პირველია, ვინც ბიძინა ივანიშვილსგაყვა” და პოლიტიკიდან წავიდა. „პირველი მერცხალი“ აცხადებს, რომ ის სხვა პარტიას აღარ გაეკარება და „ქართული ოცნებისთვის“ ილოცებს.

მიზეზად კურტანიძე ასახელებს იმას, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს და საქმიანობას კვალვ სპორტში განაგრძობს.

“ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა, ! სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული ადამიანი მისი იდეით ქართველთა ოცნება საუკუნეების მანძილზე. ... ქართული ოცნების ასრულება! ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება , ზუსტად 12 წელის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან ....!“, - აცხადებს კურტანიძე.

სპორტსმენი პირობას დებს, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა დასრულდა და მას ვერცერთ პარტიაში ვეღარ ვიხილავთ.

„არცერთი პარტიის განცხადება, იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე, ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები!

არც ფიზიკურად და არც მხარდამჭერი განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

რადგან, ვთვლი რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა !რამოდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას. ...! დიახ დღეს ეს დროც დადგა”,- წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის ნებისმიერ დროს და ადგილას ილოცებსქართული ოცნების" იდეის აღსასრულებლად.

“მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის,! მადლობა ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას... გავზრდი მომავალ თაობას სადაც ძმობა ურთიერთ გატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველასთვის სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას თითოეულ მოქალაქეს ადამიანს მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვთხოვ ...

და მინდა გწამდეთ თქვენი გულწრფელი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და ასევე ყოველდღიური შრომით და ქმედებით ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ..... ქართული ოცნება.....! ამინ..... გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!”, - წერს კურტანიძე.

შეგახსენებთ, 11 იანვარს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან ვრცელი წერილი გაავრცელა და ამ წერილით ამცნო საზოგადოებას, რომ პოლიტიკას ტოვებდა.

მარიამ მაჭარაშვილი