გახარია ახალ პარტიას შექმნის - რაში ეთანხმება პოლიტოლოგი საყვარელიძე "2020NEWS”-ს?
გახარია ახალ პარტიას შექმნის - რაში ეთანხმება პოლიტოლოგი საყვარელიძე "2020NEWS”-ს?

A+ A-

19:00 13/01/2021

ქართული ოცნებისექსლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ იცოდა სხელისუფლებო ძალის გაყოფის შესახებ და პოლიტიკიდან გააზრებულად წავიდა, თუმცა, ასევე გააზრებულად შეიძლება, უკანვე მობრუნდეს. ამასთანავე, თბილისის მერის, კახა კალაძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირება, მოქმედ პრემიერს ახალ პოლიტიკურ პარტიას შეაქმნევინებს. ამის შესახებ „2020NEWS”-ს პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

სხვათაშორის, სწორედ „2020NEWS“-მა გაავრცელა პირველად ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ კახა კალაძეს სურდა „ოცნების“ თავმჯდომარეობა და პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ამ პოსტს მხოლოდ პრემიერობაში გაუცვლიდა.

შესაბამისად და სამაგიეროდ, პრემიერი გიორგი გახარია რჩებოდა - ან თამაშგარე მდგომარეობაში, ანდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობისთვის ბრძოლას უნდა დათანხმებოდა. გახარიას მესამე გზა კი - ოპოზიცია, ახალი პოლიტიკური პარტია და შესაძლოა, პოლიტიკიდან „ნამდვილად წასული“ ბიძინა ივანიშვილის კულარული მხარდაჭერა იქნებოდა.

საყვარელიძე ასევე არ გამორიცხავს სააგენტოს ინფორმაციას, რომ ივანიშვილი კულუარულად ახალ პარტიას შექმნის, რადგან მისივე თქმითვე, ბიძინა ივანიშვილისნაირი ძლიერი და გამშველებელი ფიგურის გარეშე, „ქართული ოცნებაში“ დიდი ომები ატყდება და მარტივი დასამარცხებელი იქნება, შესაბამისად, უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მას ჩაანაცვლებს.

- „ქართული ოცნების“  ექსთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა ღია წერილი, სადაც საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო. რას ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი და შესაძლოა თუ არა, რომ ის პოლიტიკაში მობრუნებული ისევ ვიხილოთ?

რამაზ საყვარელიძე: იგივე კითხვას, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რატომ არ მისვამთ? რატომ არ მეკითხებით, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში? ან საერთოდ, წასულია თუ არა?

ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი ადამიანია, რომელიც რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მას დიდი გავლენები აქვს, ის არ არის იზოლირებული, რომ საერთოდ გაქრეს თვალთახედვიდან, მით უმეტეს, ბევრი მხარდამჭერი ყავს.

ასე რომ, მისი ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ, გააზრებულად იყო გადადგმული და მომავალში რას იზამს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

- „2020NEWS”-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნებისექსლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2021 წელს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას აპირებს. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

ამასთან დაკავშირებით, არაფერი მსმენია. არა მგონია, ბატონ ბიძინას ოცნება ისევ ხელისუფლებაში მოსვლა იყოს. ძალაუფლების განცდა მას უკვე დაკმაყოფილებული აქვს. ივანიშვილის ოცნება არ არის, რომ მის კარებზე პრემიერ-მინისტრის სახელი ეწეროს.

რაც შეეხება თქვენს ვერსიას, არ გამოვრიცხავ... შესაძლოა, მან მართლა ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური ძალა.

ჩემი ყურადღება განსაკუთრებით იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას „წინასწარმეტყველებს“, შესაძლოა ეს მართლა ასე მოხდეს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მაინცდამაინც ამ ძალის მეშვეობით მოვა.

„ოცნებიდან“ გამოსვლით, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ივანიშვილისნაირი ძლიერი ფიგურის გარეშე, „ქართული ოცნება“ მარტივი დასამარცხებელი იქნება.

ბიძინა ივანიშვილის წასვლაქართული ოცნებიდანგანავითარებს თუ არა პარტიაშიშიდა ომებს“?

საინტერესო კითხვაა. ზოგადად, ყველგან არსებობს განსხვავებული აზრი. ასე რომ, „ქართულ ოცნებაშიც“ თუ რაიმე სახის გაუგებრობა იქნება, არ გამიკვირდება.

ბიძინა ივანიშვილი პარტიაში გამშველებელიც იყო.  ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედია, პარტიაში ერთმანეთს არ დაერევიანო, ეტყობა, იცის წინასწარ, რაც მოხდება.

ზოგადად პოლიტიკაში ადამიანები მარტივად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ზოგადად, ერთი ოჯახის წევრებიც ვერ ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას, როდესაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხებზე.

მშვიდობიანი ურთიერთობა პოლიტიკაში ძალიან იშვიათია. მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება აუცილებლად იქნება.

თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ,ქართულ ოცნებაში“  შესაძლოა, დაპირისპირებას ქონდეს ადგილი. როგორ ფიქრობთ, სადამდე მიიყვანს ეს დაპირისპირება ხელისუფლებას?

-„ქართული ოცნების“ გუნდის დაპირისპირებამ, შესაძლოა, ახალ პოლიტიკურ პარტიას ჩაუყაროს საფუძველი. სწორედ, ამ დაპირისპირების შედეგად კი, მოგვევლინოს ახალი პოლიტიკური ძალა.

სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი კახი კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უპირისპირდებიან. დაიწყება თუ არა კომპრომატების ომიქართულ ოცნებაში“?

- საინტერესო ინფორმაცია გქონიათ. შესაძლოა, ბატონმა ბიძინამ წინასწარ იცოდა, რომ „ქართული ოცნების“ „ბუმბერაზი“ ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, ამიტომაც იწინასწარმეტყველა ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება. შესაძლოა, ეს პოლიტიკური ძალა თავად ბატონმა გახარიამ ჩამოაყალიბოს. თუკი ეს დაპირისპირება „ოცნებას“ გაყოფს, საზოგადოებას მოუწევს არჩევანზე კარგად დაფიქრება.

ხატია მამულია