აღდგება თუ არა თებერვლიდან სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში?
აღდგება თუ არა თებერვლიდან სასწავლო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში?

A+ A-

16:55 13/01/2021

როდის აღდგება სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაობა, ჯერჯერობით, კიდევ უცნობია. როგორც თბილისის მერიის ბაგა- ბაღების სააგენტოში „2020NEWS“-ს განუცხადეს, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"კერძო ბაღები ჩვენ არ გვექვემდებარება და ვერ გეტყვით, გაიხსნებიან თუ არა. რაც შეეხება თბილისის ბაგა-ბაღებს, პანდემიის გამო, სამთავრობო გადაწყვეტილება მიღებული არაა და შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ბაღების ფუნქციონირება. ვართ მოლოდინის რეჟიმში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი ორგანო", - განაცხადა ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა „2020NEWS“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრო კერძო ბაგა-ბაღების მეპატრონეებს დაპირდა, რომ 2021 წლის თებერვლიდან მათ მუშაობის აღდგენის საშუალება მიეცემოდათ, თუმცა, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როდის განახლდება კერძო სექტორში სასწავლო პროცესი.

სალომე კაპანაძე