"თემურ წიკლაური მართლაც არწივივით მებრძოლი აღმოჩნდა“ - კოვიდინფექციის კრიზისი დაძლეულია

ცნობილი მომღერლის, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და გამოჯანმრთელება დაიწყო.
როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში „2020NEWS“-ს განუცხადეს კრიზისული დღეები დაძლეულია.
"თემურ წიკლაური მართლაც არწივივით მებრძოლი აღმოჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კრიზისული დღეები დაძლეულია. ახლა კი, ველოდებით, როგორ წავა გამოჯანმრთელების პროცესი", - განუცხადეს გორის ჰოსპიტალში სააგენტოს.
შეგახსენებთ, თემურ წიკლაურს რამდენიმე დღის წინ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს. როგორც მისმა მეგობარმა და კოლეგამ, ცნობილმა ხელოვანმა, ნუგზარ კვაშალმა მედიას განუცხადა, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას გერმანელი ექიმებიც აკონტროლებენ.
სალომე კაპანაძე