ტკივილები, ცხელება, სახის დამბლა – რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეთ კოვიდვაქცინებს
ტკივილები, ცხელება, სახის დამბლა – რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეთ კოვიდვაქცინებს

A+ A-

14:03 13/01/2021

კოვიდვაქცინების გამოჩენასთან ერთად, უამრავი თეორია ვრცელდება და მათ შორის ვაქცინების გვერდით მოვლენებზე. ტკივილები, ცხელება, ალერგია, სახის დამბლა.

ფრანგული გამოცემა Le Temps შეეცადა გაერკვია, რომელ ვაქცინას რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.

მეცნიერები გვერდითი მოვლენების კლასიფიცირებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ახდენენ. მაგალითად  ადგილობრივი (უშუალოდ ინექციის ადგილას)და სისტემური( სხეულის სხვა ნაწილში) გამოვლენილი რეაქციები.

მათი სიმძიმის შეფასების სისტემა 1-დან 4-მდეა. როგორც ფრანგული გამოცემა წერს,  პირველი ორი ხარისხი, “მსუბუქი” და “ზომიერია”, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შემდეგი ორი კი მოითხოვს მედიკამენტებს ან დამატებით სამედიცინო დამმარებასაც კი.

ვაქცინების დასამტკიცებლად სიმძიმის შეფასება პირველ ორ ხარისხს არ უნდა აღემატებოდეს – ამბობს გამოცემა.

Pfizer-Biontech-ის ვაქცინა 44 820 მოხალისეზე გამოსცადეს, დაკვირვების შედეგები ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

სისტემური გვერდითი მოვლენები უფრო ხშირი ახალგაზრდებშია (55 წელზე ქვემოთ) და უმეტესად მეორე ინიექციის შემდეგ.  ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, სხეულის ტემპერატურის მატებაა, რომელიც მეორე ინიექციის შემდეგ, ახალგაზრდა პაციენტების 59 % -ს გამოუვლინდა.

რაც შეეხება ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, ძირითადად ინიექციის ადგილას, ტკივილის სახით ვლინდება.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ყველა ამ რეაქციის ინტენსივობა, კლასიფიცირდება, როგორც პირველი ან მეორე ხარისხი.

Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში, რომელიც 30 ათას ადამიანზე გამოსცადეს, 16 %-ს მესამე ხარისხის რეაქცია ჰქონდა გამოხატული. როგორ წესი სიმპტომები ერთი ან ორი დღე გრძელდება, მაგრამ სიმპტომები შეიძლება იყოს მწვავეც, რაც ადამიანს თავის საქმიანობაში ხელს შეუშლის.

ექსპერტების თქმით მსგავსი გვერდითი მოვლენები, იმუნური სისტემის გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც ვაქცინის ეფექტურობის კარგი მაჩვენებელია – თქვა ლოზანის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, ვალერია კანიომ.

დეკემბერში, Pfizeri-biontech-ის ვაქცინის შემოღების შემდეგ 10 მდე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკის შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ – ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ეს არის 14–23 დეკემბერს ვაქცინირებულ 1,9 მილიონ ადამიანზე 21 შემთხვევა.

შოკური რეაქციების შემთხვევები იშვიათია, იოლად ამოცნობადია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ექვემდებარება.

ვირუსოლოგ ვალერიო კანიოს თქმით ამ რეაქციების გამოვლენამ, ცხადყო, რომ კლინიკური ცდები, არ ასახავს რეალობას. ეს გვერდითი მოვლენები,  კვლევების პროცესში შემჩნეული არ იყო, რადგანაც, ალერგიული ფონის მქონე ადამიანები კვლევებში არ მონაწილეობდნენ. მსგავსი რეაქციების წარმომავლობა უცნობია.

ვაქცინების ირგვლივ, უამრავი ფეიკ კამპანიაა აგორებული. სოციალურ ქსელებში ქვეყნდება სახის დამბლის ამსახველი ფოტოები, რომლებიც თითქოს ვაქცინით არის გამოწვეული. აღსანიშნია, რომ ამ ფოტოების უმეტესობა 2019 წლით თარიღდება.

შეჯამების სახით ფრანგული გამოცემა წერს, რომ  ვაქცინების კლინიკური კვლევების დროს, ბელის დამბლის რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად  დაფიქსირდა. მაგრამ მიმდინარეობს სპეციალური მონიტორინგი, იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო შემთხვევითობა და არანაირი კავშირი არ აქვს ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებთან.

წყარო: primetime