რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯაკარტას ჩრდილოეთით აღმოაჩინეს
რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯაკარტას ჩრდილოეთით აღმოაჩინეს

A+ A-

17:25 09/01/2021

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოაჩინეს.

მათი ცნობით, სამძებრო, სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა.