ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა - ნაცვლიშვილი
ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა - ნაცვლიშვილი

A+ A-

12:49 08/01/2021

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს აღიაროს, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კაცია, ან უნდა აღიარონ, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა და ქართველი პატრიოტის, გრიგოლ ვაშაძის ცოლი ნინო ანანიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პიარ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ხშირად იყენებს სპეკულაციურად დადგენილ მორალს. ახლა კი მათივე ლიდერის ოჯახი „გარუსდა“.

„ნინო ანანიაშვილის სიბირიადამ ნაცები უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენა, ვიდრე წარმოუდგენიათ. მათ მოუწევთ, ცუდს და უარესს შორის გააკეთონ არჩევანი: ან უნდა აღიარონ, რომ მათი თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კაცია, ან უნდა აღიარონ, რომ რუსეთში იმ მასშტაბის დემოკრატიაა, ძერჟავასთან მებრძოლი ქართველი პატრიოტის ცოლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიშნავენ და რომ კლასიკოსის გამონათქვამი: "ШИРОК РУССКИЙ ЧЕЛОВЕК" პუტინზეც ვრცელდება, რადგან კლასიკური (ბალეტის არ იყოს) ლოგიკის მთავარი კანონის საფუძველზე მათ მიერვე სხვებისთვის სპეკულაციურად დადგენილ მორალური კოორდინატების სისტემაში "მესამე გამორიცხულია".- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი - 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ცნობისთვის, ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად. ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.