"გაქცეული პრეზიდენტის", მიხეილ სააკაშვილის ბავშვის ნათლია VS "პრორუსული" ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი
"გაქცეული პრეზიდენტის", მიხეილ სააკაშვილის ბავშვის ნათლია VS "პრორუსული" ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი

A+ A-

00:53 07/01/2021

ოპოზიციის ,,გაქცეული პრეზიდენტის", მიხეილ სააკაშვილის ბავშვის ნათლია და „ნაციონალური მოძრაობის“ "გაქცეული თავმჯდომარის", გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, „პრორუსულ“ ბიძინა ივანიშვილს კი დასავლეთი აჯილდოებს. ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,პრორუსული" ხელისუფლების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

,,პროდასავლური" ოპოზიციის ,,გაქცეული პრეზიდენტის" ბავშვის ნათლია და ,,გაქცეული თავმჯდომარის" მეუღლე ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს", - წერს ბოჟაძე.

ცნობისთვის, ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად. ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.