პარლამენტი სამწუხაროდ, ცხოველების ფერმად გადაიქცა - აქცია-პერფორმანსი საკანონმდებლო ორგანოსთან
პარლამენტი სამწუხაროდ, ცხოველების ფერმად გადაიქცა - აქცია-პერფორმანსი საკანონმდებლო ორგანოსთან

A+ A-

11:58 25/11/2020

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და გოჭი მიიყვანეს.

როგორც აქციის მონაწილეების აცხადებენ, გოჭის მიყვანით მათ ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმასთან" გაავლეს პარალელი.

მათი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი ცხოველთა ფერმას ემსგავსება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტში ერთი პარტიის შესვლით საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდება.

„დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც იქნება საბჭოთა. ის პირდაპირ ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და გაცოცხლებას ამ ქვეყანაში, რაც უბრალოდ არ გამოუვა. მოტანილი გვაქვს ცნობილი წიგნი, „ცხოველების ფერმა“ და სწორედ ამის ანალოგიას ცდილობენ, ეს პარლამენტი სამწუხაროდ გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც არის ამ წიგნში, ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, იმ ზოგიერთ ცხოველს არ გაუვა, რომ იყოს უფრო მეტად თანასწორი ამ ქვეყანაში.

ადგილზე მოვიყვანეთ გოჭი, ეს ძალიან სიმბოლურია. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში შესვლა, ეკუთვნის გოჭს, იმიტომ, რომ ცხოველების ფერმაა რეალურად“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კუპატაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მე-10 მოწვევის პარლამენტში საქმიანობას კი მხოლოდ "ქართული ოცნება" აპირებს