"შეჩერდი მოძალადე!" - დღეიდან გაერო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერ 25-დღიან აქციას იწყებს
"შეჩერდი მოძალადე!" -  დღეიდან გაერო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერ 25-დღიან აქციას იწყებს

A+ A-

12:11 25/11/2020

„შეჩერდი მოძალადე“ - ამ სახელწოდებით აქცია დღეს, მთელ საქართველოს მოიცავს. ყველა მძღოლი, საქართველოს მასშტაბით, საღამოს 19:00 საათზე, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად, დაასიგნალებს.

„აქცია იმიტომ დაიგეგმა, რომ პანდემიაა, ჩაკეტვაა, აგრესია უფრო მომატებულია და მსხვერპლი იძულებულია, სახლში დარჩეს. ამიტომ დაზარალებულის მდგომარეობა უფრო გართულებულია. აქედან გამომდინარე, გაზრდილია ძალადობის შემთხვევები“, - ამბობს „წითელი ხაზების“ პრეზიდენტი, ხათუნა კეთილაძე. სწორედ ეს ორგანიზაციაა ამ აქციის ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღედაა აღიარებული. ასეთი აქციები არამარტო საქართველოში, არამედ გაეროს მხარდაჭერით, მსოფლიოს მასშტაბით, 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.