დასავლეთ საქართველოდან მწერენ, კოვიდინფიცირებულები ქუჩაში დადიანო, ეს ხალხი ნორმალურია? - მძინარაშვილი
დასავლეთ საქართველოდან მწერენ, კოვიდინფიცირებულები ქუჩაში დადიანო, ეს ხალხი ნორმალურია?  - მძინარაშვილი

A+ A-

12:03 25/11/2020

დასავლეთ საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულები, თვითიზოლაციის ნაცვლად, ქუჩაში დადიან. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი წერს.

მისივე თქმით, ლენინგრადის ბლოკადის დროს ვერცერთი ქართველი გადარჩებოდა, რადგან საჰაერო დაბომბვისას, "სირენის" ხმაზე, თავშესაფარში არ შევიდოდნენ და ქუჩაში სეირნობას გააგრძელებდნენ.

„ბლოკადის დროს ლენინგრადში არცერთი ქართველი არ გადარჩებოდა! რატომ? იმიტომ, რომ საჰაერო დაბომბვის დროს, "სირენის" ხმის გაგონებისას, თავშეფარში კი არ შევიდოდნენ, მშვიდად გააგრძელებდნენ ქუჩაში სეირნობას! როგორ? როგორც ახლა! დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან მომწერეს, რომ კოვიდ-ინფიცირებულები, თვითიზოლაციის ნაცვლად, ქუჩაში დადიან! ეს ხალხი ნორმალურია საერთოდ?!“, - წერს მძინარაშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.