გამეხარდება, თუ მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა - მელია
გამეხარდება, თუ მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა - მელია

A+ A-

09:36 25/11/2020

მეუფე იაკობის შეთავაზებას, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებებისთვის ახალ პლატფორმად - ეკლესია გამოიყენოს, ოპოზიცია არ განიხილავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიაა ადგილი, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებაა შესაძლებელი.

“მე გამეხარდება, თუ მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. შესაძლოა ამ ადამიანს, უბრალოდ, რაიმე სახით უნდა დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებას. ეს მისასალმებელია, მაგრამ არა დიალოგის გზით, ოპოზიციურ პარტიებსა და ეკლესიას შორის", - განცხადა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერმა.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებაზე მისვლა საკმარისი არაა, ხელისულფებასა და ოპოზიციას შეუძლიათ ეკლესიასაც მიმართონ. მისი თქმით, ეკლესიაა ადგილი, სადაც გაერთიანებაა შესაძლებელი.