რა მოხდა ირინა სარიშვილსა და კათოლიკოს-პატრიარქს შორის წლების წინ?
რა მოხდა  ირინა სარიშვილსა და კათოლიკოს-პატრიარქს შორის წლების წინ?

A+ A-

11:11 25/11/2020

კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს სთხოვს დახმარებას. ამის შესახებ პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანება, სარიშვილი პროტესტის ნიშნად თანაპარტიელებთან ერთად, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

როგორც სარიშვილი იხსენებს, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერს საქართველოს პატრიარქმა დაურეკა და უთხრა, არ გადამდგარიყო, თუნდაც საქმის გულისთვის ქმარს გასცილებოდა.

„კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს თხოვს დახმარებას. რომ მათ დაარწმუნონ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში. ბევრი წლის წინ, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა დსთ–ში გაერთიანება და მე სხვა თანაპარტიელებთან ერთად პროტესტის ნიშნად გადავდექით, ზუსტად იგივე მოხდა. მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით, ვინმე მეუფემ კი არა, გასაგებია ვინც... დამირეკა და მითხრა რომ არ უნდა გადავმდგარიყავი და თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა. ძვირფასო ოპოზიცია! მიხვდით რა მოგიყევით?! ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა და მხოლოდ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან ეს ამბავი... და თუ მიხვდით კარგად, რაც გითხარით, იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ასეთ თხოვნასთან ღმერთი არაფერ შუაშია და საერთოდ, სადაც ასე იქცევიან სასულიერო პირები, იქ ღმერთი არ არის. დანარჩენი თქვენ იცით. ძალა ერთობაშია”, - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ, გაყალბებული არჩევნების გამო, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, მეუფე იაკობმმა ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკებისთვის ახალ პლათმორმა- ეკლესია შესთავაზა.