საქართველოში კოორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

10:55 25/11/2020

საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.