საბურთალოს ვარსკვლავური პროგნოზი: თხის რქა ელისაშვილს გაუჭირდება - მეორე ადგილისთვის მორიელი იბრძოლებს
საბურთალოს ვარსკვლავური პროგნოზი: თხის რქა ელისაშვილს გაუჭირდება - მეორე ადგილისთვის მორიელი იბრძოლებს

A+ A-

19:01 27/10/2020

საბურთალოს საარჩევნო ოლქში, გადამწყვეტ ბრძოლაში - პირველი-მესამე ადგილებისთვის, ერთმანეთს სასწორი, მორიელი და ქალწული შეერკინებიან . საპრიზო ადგილების პრეტენდეტთა სამეული ასე გამოიყურება: "ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო, „გამარჯვებული საქართველოდან“ ირაკლი ოქრუაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თაკო ჩარკვოიანი. ასეთ პროგნოზს აკეთებს „2020NEWS“-თან ქვეყნის მავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თარიღი სასწორის ზოდიაქოს ნიშნის პერიოდს ემთხვევა, ცაგარელი ამბობს, რომ საბურთალოს ოლქში უპირობოდ დავით სერგეენკო - ჰოროსკოპით სასწორი მოიპოვებს გამარჯვებას.

მეორე-მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ქალწული - თაკო ჩარკვიანი და „გამარჯვებული საქართველოდან“ მორიელი - ირაკლი ოქრუაშვილი.

რაც შეეხება „ლელო საქართველოს“ კანდიდატს - კირჩხიბ - ბადრი ჯაფარიძესა და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ - თხის რქა- ალეკო ელისაშვილს, მათ ცაგარელი არც თუ ისე დიდ წარმატებულ შედეგებს უწინასწარმეტყველებს.

,,ყველაზე დიდი შანსი აქვს სასწორს, ანუ დავით სერგეენკოს. ჯერ ერთი, ზოდიაქოთი სასწორია, მეორე მმართველი პარტია ხელს უწყობს, მესამე ის, რომ არჩევნები სასწორის ზოდიაქოს ქვეშ იმართება, ანუ სასწორი ყველაზე პრივილეგილებულია.

ნაკლები შანსი აქვს ალეკო ელისაშვილს. მეორე-მესამე ადგილისთვის ბრძოლა გაიმართება თაკო ჩარკვიანსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის.

თუმცა, რაც ოქრუაშვილმა თქვა, თუ როგორ იჭერდა ხალხს, ამის შემდეგ თუ ოქრუაშვილს მხარს დაუჭერენ, მაშინ ჩვენი ხალხი ისეთ შეცდომას დაუშვებს, რომელსაც დიდი ხანი ვერ გამოასწორებს და ქვეყანას უკან დაწევს.

ასეთ კაცს თუ მეორე ადგილზე გაიყვანენ,აქ უკვე კომენტარი ზედმეტია“,- განაცხადა ასტროლოგმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება, საბურთალო კი ის საარჩევნო ოლქია, სადაც ექსპერტები კანდიდატთა სიმრავლის გამო, მეორე ტურს წინასწარმეტყველებენ, თუმცა, ვარსკვლავები - არა.