ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

A+ A-

18:17 27/10/2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტი სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 44 წლის ქალს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული 45 წლის ქალი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ის ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისათვის სასსწრაფო დახმარების ექიმების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, ნაწილი კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1162 ახალი შემთვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი, ხოლო 1262 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.