ქვეყანაში სულ ჩატარებულია 860 418 PCR-ტესტირება - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში სულ ჩატარებულია 860 418 PCR-ტესტირება - ამირან გამყრელიძე

A+ A-

16:45 27/10/2020

ქვეყანაში სულ ჩატარებულია 860 418 PCR-ტესტირება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განასახე. 

მისივე თქმით, ეს ტესტირების ეს მაჩვენებლია კარგი მონაცემია. 

“ამ მაჩვენებლით ევროპაში შუა პოზიციებზე ვართ. PCR-ტესტირების საშუალო თვიური მაჩვენებელი, სექტემბერ-ოქტომბერში 8-9 ათასს შორის მერყეობს. ამას ემატება და ყოველღიურად ტარდება სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტები და სწრაფი ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები. სულ ჩატარებულია 210 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი და 226 000 ანტისხეულზე დამყარებული ტესტი. საშუალოდ, სწრაფი ტესტები თვეში გვაქვს - დაახლოებით 1 663“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.