რა ბრძანება მიიღეს პოლიციელებმა "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს? - პრემიერის განმარტება
რა ბრძანება მიიღეს პოლიციელებმა "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების დღეს?  - პრემიერის  განმარტება

A+ A-

17:50 27/10/2020

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმისას პოლიციელებმა მიიღეს პირდაპირი დავალება რომ „წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო“, რაც მათ პირნალთად შეასრულეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოში ყაჩაღობების ფაქტი ყოველდღე ხდება.

„როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგი ტელევიზია ან პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვენტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამორალურია. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, სიცრუეა.

სპეციალურ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო, კონკრეტული დავალება იყო ის რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს პირნათლად. ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.