ფეოდალის კარის მასხარების რეიტინგზე რა აზრისაა თეა წულუკიანი? - თაკო ჩარკვიანი
ფეოდალის კარის მასხარების რეიტინგზე რა აზრისაა თეა წულუკიანი?  - თაკო ჩარკვიანი

A+ A-

18:11 27/10/2020

ფეოდალის კარის მასხარების რეიტინგზე რა აზრისაა თეა წულუკიანი? - ამგვარად ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ- ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მან ირონიულად მოიხსენია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელწოდება და მას „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი უწოდა.

ჩარკვიანის თქმით, წულუკიანმა მეფეებზე ქოლიკს, სჯობს „ქართული ოცნების“ მეფეს მიხედოს, რომელიც უკვე შიშველია.

„ფეოდალის კარის მასხარებსა და მათ რეიტინგზე რა აზრისაა თეა წულუკიანი? რეიტინგს განსაზღვრავს ნდობა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდსა და მის ლიდერს გიორგი ვაშაძეს აქვს. ყველა ხედავს ამ მზარდ რეიტინგებს, ხოლო ეს ფეოდალის კარის მასხარები, რომლებმაც გააღატაკეს ეს ქვეყანა, ხალხს აღარ სჭირდებათ. ამიტომ გასაჭირშია“ქართული ოცნება“ თავისი რამდენიმე ტაკიმასხარით, რომელთა შორისაა თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძესთან ერთად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „2020NEWS“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპარალამენტო სიის მე-3 ნომერმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჭამს თავის დანაყოფების - აღმაშენებლებისა და სხვა მეფეების“ რეიტინგს. შეგახსენებთ, საქართველოში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა 4 დღე. ირინა მაკარიძე