დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშე კომპანია Admixer-ი საქართველოს ბაზარზე სამუშაო არეალის გაფართოებას განაგრძობს
დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშე კომპანია Admixer-ი საქართველოს ბაზარზე სამუშაო არეალის გაფართოებას განაგრძობს

A+ A-

16:08 27/10/2020

დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშე კომპანია Admixer-ი საქართველოს ბაზარზე სამუშაო არეალის გაფართოებას განაგრძობს. დიმიტრი ტიკარაძემ, რომელიც ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობითა და პროფესიონალთა გუნდით გამოირჩევა, 2020 წლის ოქტომბრიდან Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

• საქმიანი მიდგომების გაადვილება

• ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის ურთიერთობების გამარტივება

• ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნელყოფა

• ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობების გაცნობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელება Aდმიხერ-მა საქართველოში მიზნად დაისახა.

Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი ტიკარაძის თქმით, მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს.

მისივე თქმით, Admixer Advertising Georgia ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს:

„Admixer--ის ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს: საიტების, ფაბლიშერების, მედიაჰოლდინგების, ონლაინ კინოთეატრების, აპლიკაციების, სეილს-ჰაუსების, სარეკლამო ქსელების, მონაცემთა მომწოდებლების, სარეკლამო სააგენტოებისა და რეკლამების დამკვეთების. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია,  OTT, რადიო, DOOH, indoor  და სატრანსპორტო საშუალებები“, - განმარტავს დიმიტრი ტიკარაძე.

Admixer--ს ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვის სრული შესაძლებლობა გააჩნია, რადგან კომპანია ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა.

Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა მათ ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

როგორც Admixer Advertising- ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ბრეუსი აღნიშნავს, Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს,

რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველჰყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

„Admixer- თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად წარმოაჩინონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. გარდა ამისა, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ“, - აცხადებს ალექსანდრე ბრეუსი.