"ქართულ ოცნებას" თუ ჭკუა აქვს, 40%-ზე მეტი თავადაც არ უნდა დაიწეროს - კუკავა
"ქართულ ოცნებას" თუ ჭკუა აქვს, 40%-ზე მეტი თავადაც არ უნდა დაიწეროს - კუკავა

A+ A-

15:51 27/10/2020

„ქართულ ოცნებას“ თუ ჭკუა აქვს, 40%-ზე მეტი თავადაც არ უნდა დაიწეროს. აშკარა გაყალბებას შეიძლება ცუდი რეაქცია მოყვეს. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ხალხში „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითი განწყობაა.

„მე სადაც დავდიოდი, რეგიონებში, ბაზრებსა და თავშეყრის ადგილებში, ადამიანები მეუბნებოდნენ, მოგცემთ ხმას, ოღონდ „ქართულ ოცნებასთან“ თუ არ ხარო. ესაა მოსახლეობის განწყობა და მე ვურჩევ „ოცნებას“, ნუ შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას, თორემ ხალხში იმდენად არის აგრესია მათ მიმართ, შეიძლება ამას ცუდი რეაქცია მოყვეს. „ქართულმა ოცნებამაც“ თვალი უნდა გაისწოროს რეალობას და თუ ჭკუა აქვს, 40% მეტი არ უნდა დაიწეროს“,- აცხადებს კუკავა.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა და ის საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. კუკავას თქმით, მას სიმპტომები და ტემპერატურა არ აღენიშნება.

როგორც ის მიიჩნევს, კორონავირუსის საფრთხე არ უნდა გახდეს არჩევნებზე მოსახლეობის პასიურობის მიზეზი.

„ხელისუფლება მოახდენს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას, ზოგს დაშინებით, ზოგს მოსყიდვით და მაინც მიიყვანს ხალხს საარჩევნო ყუთებთან. ამიტომ ამომრჩეველი, რომელსაც რეალურად ცვლილებები სურს, არჩევნებზე უნდა წავიდეს“ , - აცხადებს კახა კუკავა.

შეგახსენებთ, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღე დარჩა.