მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მოხდეს ტაძრების დეზინფექცია - მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან შეტყობინებები დაეგზავნათ
მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მოხდეს ტაძრების დეზინფექცია - მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან შეტყობინებები დაეგზავნათ

A+ A-

18:05 17/10/2020

საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ:

"დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით," - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე.