ვინ ამარაგებს სომხეთს იარაღით? - აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ვინ ამარაგებს სომხეთს იარაღით? - აზერბაიჯანის პრეზიდენტი

A+ A-

12:01 17/10/2020

სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა და საინტერესოა, რა ფულით ყიდულობს ის იარაღს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი დიდწილად გაანადგურა. თუმცა, ისმის კითხვა, საიდან მოვიდა სომხეთში ამდენი იარაღი და აღჭურვილობა.

„სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ყველასთვის ცნობილია. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტიც ცნობილია. სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა. მისი საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60-70%-ს შეადგენს. რა ფულით ყიდულობს ის იარაღსა და მანქანებს? იმ ტექნიკის ღირებულება, რაც გავანადგურეთ და ხელში ჩავიგდეთ, 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ისმის კითხვა : ვინ ამარაგებს მათ იარაღით?“, - განაცხადა ალიევმა.