ირანელები ყარაბაღის ომს ბავშვებთან ერთად ადევნებენ თვალს - გამაოგნებელი ვიდეო საზღვრიდან
ირანელები ყარაბაღის ომს ბავშვებთან ერთად ადევნებენ თვალს - გამაოგნებელი ვიდეო საზღვრიდან

A+ A-

19:00 16/10/2020

ირანის მედიით ვრცელდება კადრები, თუ როგორ უყურებენ ირანის საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლები მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას. ვიდეოში გამაოგნებელია მოსახლეობის სიმშვიდე, რომლითაც ისინი თვალს ადევნებენ მხარეების მიერ გახსნილ საარტილერიო ცეცხლს, მით უმეტეს, ამ „სანახაობას“ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ესწრებიან.

თანაც ეს ხდება იმ ფონზე, რომ ირანის სოფლებში ხშირად ცვივა ბრძოლის ველიდან მიმართულებაშეცვლილი ჭურვები.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოყენებული რვა ჭურვი ჩავარდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ირანის ჰოდაფარინის რაიონის გუბერნატორის, ალი ამირადის ინფორმაციით, რაკეტები რაიონის რამდენიმე სოფელში ჩავარდა და ერთ-ერთმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა. რამდენიმე დღის წინ კი ირანის ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.