დაინფიცირდა თუ არა კორონავირუსით ლევან ვარშალომიძის მამა საავადმყოფოში, სადაც ის ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს?
დაინფიცირდა თუ არა კორონავირუსით ლევან ვარშალომიძის მამა საავადმყოფოში, სადაც ის ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს?

A+ A-

15:33 16/10/2020

კორონავირუსით გარდაცვლილი აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ვარშალომიძე ბათუმის კლინიკაში -მედცენტრშიინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს,

კოვიდ-19-ით კი ის შესაძლოა, საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ, 10-14 დღეში  დაინფიცირდა. ამის შესახებ ექსკლუზიურად „2020NEWS“- ბათუმის საკრებულოს ფრაქციის - ნაციონალური მოძრაობისთავჯდომარემ, მირდატ ქადამაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კოვიდ-19-ით გარდაცვლილი 75 წლის გურამ ვარშალომიძეს „მედცენტრში“ მოთავსების დროს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო.

„ბატონი გურამ ვარშალომიძე 75 წელს გადაცილებული იყო. მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი ინსულტი გახლდათ. როგორც მე ვიცი, კლინიკაში შესვლამდე გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო.

მას შესვლისთანავე ჩაუტარეს კოვიდ-19-ის ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ გაკეთებული ტესტირებით დადგინდა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო , ინსულტის თვალსაზრისით, მაგრამ კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა, - ამბობს ქადამაძე სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორისაა აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი თავმჯდომარე  და  „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბათუმის მაჟორიტარობიოს კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე.

ხატია მამულია