ბელარუსმა სვეტლანა ციხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა
ბელარუსმა სვეტლანა ციხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

A+ A-

14:16 16/10/2020

ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ციხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ციხანოვსკაიას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.

ბრალდება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ციხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ფედერაციაშიც გამოცხადდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთში ციხანოვსკაიას წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუცმა მასზე ძებნა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთდახმარების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა.