"ლოკომოტივისა" და "იუნკერების" მორაგბეებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ
"ლოკომოტივისა" და "იუნკერების" მორაგბეებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ

A+ A-

13:02 16/10/2020
კორონავირუსმა რაგბის სამყაროშიც შეაღწია. თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ, რის გამოც, “დიდი ათის” ორი შეხვედრა გადაიდო.
 
კორონავირუსი “ლოკომოტივის“ ერთ და “იუნკერების“ 2 მოთამაშეს დაუდასტურდათ, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები თვითიზოლაციაში არიან გადასული.
 
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული მოთამაშეები ნაკრების წევრები არ არიან, ამიტომ “ბორჯღალოსნებს“ დაინფიცირების საშიშროება არ ემუქრებათ.
 
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსი დადასტურდა პირველი ლიგის კლუბ "დევებში" და ბათუმის "ა" ლიგის გუნდში.
 
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 818 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 246, ხოლო 11 ადამიანი გარდაიცვალა.