ქუთაისში ტელეკომპანია "რიონის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ქუთაისში ტელეკომპანია "რიონის" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

A+ A-

12:50 16/10/2020

ქუთაისში ტელეკომპანია “რიონის“ თანამშრომლებს კორონვირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც ტელევიზიის მუშაობა პარალიზებულია. როგორც “2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თავდაპირველად კოვიდ-19 ტელეკომპანიის მფლობელს, თამარ ღვინიანიძეს დაუდასტურდა.

ტელეკომპანიაში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენისთანავე, ყველა თანამშრომელს ტესტი ჩაუტარდათ და რამდენიმე თანამშრომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დღეის მდგომარეობით, ტელეკომპპანია „რიონის“ დაინფიცირებული თანამშრომლები კოვიდცენტრებში არიან გადაყვანილი, ზოგი კარანტინში იმყოფება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 818 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან იმერეთში კოვიდ-19-ის 198 შემთხვევა გამოვლინდა.