ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს "Iphone 12 Pro"-ს ჩუქნიან - "აიფონს" ითხოვს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეც
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს "Iphone 12 Pro"-ს ჩუქნიან -  "აიფონს" ითხოვს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეც

A+ A-

17:21 14/10/2020

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ბოლო მოდელის „აიფონის“ მფლობელი ბოლოს და ბოლოს ხდება, ტექნიკის მაღაზიისგან კი „აიფონის“ ჩუქებას „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ითხოვს.

მეუფეს ყველასთვის საოცნებო „iPhone 12 Pro“-ს ჩუქნის ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

„ყურადღება!

ვითვალისწინებთ მომხმარებლების ანუ ეფლის ფანების ინიციატივას, ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით, მზად ვართ მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს.

ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს“, - წერია მაღაზიის ფეისბუქგვერდზე.

 

მაღაზიის ამ ინიციატივას მომხმარებელებში სხვადასხვა რეაქცია მოყვა:

Levan Tsuladze

„ვის აჩუქებთ თქვენი საქმეა, მაგრამ .. არსებობს ოჯახები, რომლებსაც ბავშვები ყავთ მშიერი და იმათ დაეხმარეთ!“.

Esterii Mazashvili

„მაგ ფულით ვინმეს გაჭირვებულ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსეთ, ან მოსწავლეებს ( სამს მაინც მოუვა მაგ საფასურში ) რონელსაც უჭირს ლეპტოპი უყიდეთ, ეგ უფრო ააამაღლებს თქვენს პიარს“

ია ხარშილაძე

„ჩემ სახლთან ახლოს ტაძარია, რომელიც მამა ილიამ საკუთარი ხელით ააშენა , საკმაოდ შორი გზიდან დადის ფეხით, მანქანა აჩუქეს, გაყიდა და ფული ტაძრის მშენებლობას მოახმარა. ისევ ფეხით დადის, იმდენად მოკრძალებულია თუ ძალიან არ უჭირს მანქანაშიც, არ დაგიჯდება, რომ გაუჩერებ ასეთი ადამიანისა და ასეთი მამაოსი მწამს მხოლოდ“.

აღმოჩნდა პოლიტიკოსი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეც.

Zurab Girchi Japaridze

მეც რა, ყველა ეთერში ვატრიალებ, წვერიც მაქვს“.

პოლიტიკოსის საპასუხოდ, მაღაზია პირობას დებს, რომ იფიქრებენ, ჯაფარიძისთვის „iPhone 12 Pro“-ის ჩუქების საკითხზე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში პოპულარულიგახდა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადება, თითქოს"ბრალი დასდეს", რომ მას ბოლო მოდელის Iphone ფლობს. მიტროიპოლიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლო მოდელის „აიფონი“ კი არა, მხოლოდ iPhone 11 Pro აქვს.