საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავა - ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავა - ვლადიმირ ვაისი

A+ A-

10:44 14/10/2020

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას “ჯვაროსნები“  დანაკლისით ხვდებიან. გუნდს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარებიან. მატჩის გამართვამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავა.

მისივე თქმით, “ჯვაროსნების“ მიზანი ასევე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

“ჩრდილოეთ მაკედონიას“ კარგად ვიცნობთ, რადგან მათ უკვე ვეთამაშეთ. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფშ პირველ ადგილს დავიკავებთ. რა სისტემითაც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ, ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ“, - გ ანაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრების თამაში, 22:45  საათზე დაიწყება, მატჩის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, “ჯვაროსნები“ ერთა ლიგის ფლეი-ოფის ფინალში ერთი თვის შემდეგ, 12 ნოემბერს,  თბილსში “დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას კვლავ დაუპირისპირდებიან.