ივანიშვილის მთავრობა მხდალია, ისინი პასუხს აგებენ მათ ყოველ დანაშაულზე - მუხთარლი
ივანიშვილის მთავრობა მხდალია, ისინი პასუხს აგებენ მათ ყოველ დანაშაულზე - მუხთარლი

A+ A-

17:24 09/10/2020

ივანიშვილის მთავრობა მხდალია, ისინი პასუხს აგებენ მათ ყოველ დანაშაულზე. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს. 

„ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ, იმიტომ, რომ ეს მათ დანაშაულებს გამოააშკარავებს. მათ არ შეუძლიათ იმის დამალვა, რაც ჩაიდინეს და ისინი პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულზე“,  - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტებით, მას უარი ეთქვა იმის გამო, რომ  აზერბაიჯანი არ შედის  ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, რომლებსაც კორონავირუსის გამო, საქართველოში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.