რატომ დატოვა "ქართული ოცნება" სუსის სკანდალურმა ექსმაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა?
რატომ დატოვა "ქართული ოცნება" სუსის სკანდალურმა ექსმაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა?

A+ A-

10:55 07/10/2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ  ინფორმაცია მედიაში გავრცელდა და თავად გოგაშვილმაც დაადასტურა. ვიდრე სუსის უფროსის სკანდალური ექსმოადგილე თანამდებობას დატოვებდა, მან სოციალურ  ქსელში არანაკლებ  სკანდალური ანალიზი გამოაქვეყნა “ ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე - “ტროას ცხენი“  “ქართულ ოცნებაში“.

თავის ანალიზში გოგაშვილი ამბობს, რომ “ოცნება“ ერთგულ თანამებრძოლებს ბოლომდე არ იცავს, არადა, სჯობდა, წინამორბედებისგან, ანუ  “ნაციონალური მოძრაობისგან“ აეღო მაგალითი  - “მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას  ქეისის სახით.

აღსანიშნავია, რომ გოგაშვილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ახლო ნათესავია. თავად ღარიბაშვილის პოლიტიკური პოზიციები პარტაში თითქმის მინიმუმადეა დაყვანილი, მისი კადრები ახალ საპარლამენტო სიაში, ფაქტობრივად, არ მოხვდნენ. მინისტრ ღარიბაშვილის კანდიდატურა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზეც განიხილებოდა, არც მეტი და არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, თუმცა, სიის წარდგენის  ბოლო დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და თავდაცვის მინისტრი, თავისი მხარდამჭერებიანად, “ოცნების“ საპარლამენტო სიიდან გაქრა. ამაზე სააგენტო უკვე წერდა.

“2020NEWS“ სუსის სკანდალური ექსმაღალჩინოსნის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ტროას ცხენიქართულ ოცნებაში.

( 5- წუთიანი საკითხავი)

მოკლე ექსკურსი ქართულპოლიტიკურ ქიმიაზე”.

2003 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი, ან მათთან ერთად მოსული სხვადასხვა პარტიები, თუ პოლიტიკური ლიდერები,( უმცირესი გამონაკლისით)რომლებმაც შემდეგ შექმნეს სხვადასხვა “დამოუკიდებელი”პარტიები და მოძრაობები, ნაცების გადასარჩენად წლების განმავლობაში ეტაპობრივად “მიგრირებდნენ” დედაპარტიიდან. ამ პერიოდში არსებული (ასევე მცირე გამონაკლისის გარდა), სხვადასხვა ე.წ. ოპოზიციური პარტია მაგ. “ლეიბორები”, “ედპ”და აშ. რომლებიც ყოველთვის მიშას მიერ სრულად კონტროლდებოდნენ, ქმნიდნენ ანტურაჟს ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრის არსებობაზე.

ისინი სიტუაციიდან გამომდინარე, ხან ერთად და ხან სხვადასხვა ფრონტზე მყოფნი, მუდმივად ტივტივებდნენ პოლიტიკური ჭაობის ზედაპირზე. რა თქმა უნდა ფულის შოვნის გამო და არანაირი ქვეყნის სიყვარულით, თუ ეროვნული ინტერესებით. ამ მდგომარეობამ საბოლოო ჯამში ქვეყანა ჩაძირა 30 წლიან პოლიტ- ეკონომიკურ უძირო ჭაობში, რის შედეგსაც ვიმკით დღესაც.

კოჰაბიტაციის იდეის დაბადება

ეს ინიციატივა მთლად უცხოელებისგან წამოსული არაა და ნუ დავაბრალებთ მათ ყველაფერს. ჩემი ინფორმაციით,ამის ინიციატორები იყვნენ “ტროას ცხენში” ჩასკუპებული ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც თავისი მთავარი “დედა “ nazziპარტიის გადასარჩენად, ივანიშვილისგან ფარულად

იმუშავეს და სთხოვეს დასავლელ ლობისტებს, ამაში დახმარება. ეს სასიცოცხლოდ, აუცილებლად სჭირდებოდათ. მათაც მხარი დაუჭირეს,ნაყოფიერად იმუშავეს სხვადასხვა დასავლელ პოლიტიკოსებთან,ხოლო შემდეგ ბუნებრივია ოფიციალურმა დასავლეთმა მიცემული პირობის შესრულება აქეთ მოითხოვა.

ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა დასავლეთის მოთხოვნად შერაცხული კოჰაბიტაცია მიეღო. ადამიანები, ვინც ეს განახორციელა სინამდვილეში იყვნენ “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი ნაცები, თითქოსდა ნაცების მტრები,რომელთა ნაწილმა, შემდეგ ეტაპობრივად დატოვა ოცნება და ისევ დაუბრუნდა სისხლიანი მშობლის უბეს(მცირე განონაკლისის გარდა).

ზუსტად მათი დამსახურებაა კასრებში აღმოჩენილი(არა მარტო), ფარულად გადაღებული კადრების განადგურება. ერთერთი უმთავრესი მტკიცებულება ნაცისტების წინააღმდეგ. ასევე სხვა უამრავი საქმის გაფუჭება საგამოძიებო უწყებებში, სისტემური დანაშაულის ფაქტობრივი სამხილები,რომელიც იქნებოდა საბოლოო საბრალდებო დასკვნის და ნაცმოძრაობის გაუქმების მყარი საფუძველი.

მათი მთავარი მიზანი იყო ნაცებისთვის იმ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რაც ჩაიდინეს თავისი მმართველობის განმავლობაში. რაც შეასრულეს პირნათლად და ასრულებენ დღემდე.

რატომ შეუშვა ოცნებამ ტროას ცხენი”?

მაშინ ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა. არ ჰყავდა პარტიულ სტრუქტურაში გარკვეული, პოლიტიკაში და დიპლომატიაში გამოცდილი “სტაფი”და მისთვის ოპოზიციური კოალიცია მნიშვნელოვანი იყო nazziების დასამარცხებლად, ამიტომ არსებულ ბაზარზე გამოტანილი “საქონელი” რაც იყო, ის უნდა შეეძინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ესენი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ინდივიდები, რომლებიც საუბედუროდ 30 წელი ერთ მოჯადოებულ წრეზე ატრიალებენ საქართველოს. უმეტესობა საკუთარი კეთილდღეობის გამო და ასევე სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებების გამო. სასწორზე დადებული იყო ქვეყნის მომავალი, რომელიც შეიძლებოდა ძალიან მალე ისევ დამღუპველი სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეულიყო, nazzi ების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად. ივანიშვილმა მოულოდნელად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და საშინელი მომავლის მისეული პროგნოზის შედეგად,მოსალოდნელი რისკებიც, როგორც ჩანს ამგვარად შეაფასა.

როგორ მუშაობდა და მუშაობს nazzაგენტურა

ამ “პოლიტიკოსებმა” და “ლიდერებმა”თავიდანვე “ქართულ ოცნებაში” ხელში აიღეს ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტები, ( არ ჩამოვთვლი ეხლა)გაივსო ოცნება “სოდის”და “კუდის” სხვადასხვა დონის აგენტურით. პოლიციასაც ჰყავდა ბევრი ჩანერგილი. ისინი იჯდნენ მნიშვნელოვან თათბირებზე, ასევე ავირუსებდნენ კომპიუტერებს, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას სუფთა ადამიანებზე, რომ თითქოს ისინი არიან “კუდის”, ან “სოდის” აგენტები და ამით ახდენდნენ წესიერი ხალხის დისკრედიტაციას. ზოგზე მიიღეს შედეგიც. ინფორმაციები გაედინებოდა ყველა მხრიდან,გადაწტყვეტილებებიც ხშირად მიიღებოდა გარე “პატრონების” დირექტივების მიხედვით.

მაგალითად, 2012ში რამდენიმე ოლქში თავიდან განიხილებოდა ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები, მაგრამ უეცრად მოიხსნა ისინი და დააყენეს უსუსტესი კანდიდატები, რომლებმაც პირწმინდად წააგეს.

ამ აგენტურის ნაწილი უკვე კარგად ნაწრთობი იყო 2007 წლიდან, “ფორუმში”, “კრებაში” და სხვა ორგანიზაციებში. სტანდარტული დავალება იყო, ჯერ ნაცების გინება და ანტინაცის იმიჯის შექმნა, შემდეგ გულანთებული პატრიოტების მოზიდვა,ამა თუ იმ ორგანიზაციაში. სპეცსამსახურის ენაზე, რომ ვთქვათ გამოვლენა,პროვოცირება და შემდეგ დაჭერა, შეშინება ან გამარგინალება.

მაშინდელი შსს და თავდაცვის სამინისტრო, ყველაზე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, მთელი თავისი მატერიალურ- ტექნიკური, თუ ადამიანური რესურსით. უფრო სწორად- სპეცოპერაციაში. ასევე ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციაც. იყო აქტიური დავალებები, რომ ჩანერგილ აგენტპროვოკატორებს მოეწყოთ ბინძური პროვოკაციები: ქეიფები, ღრეობები, მარიხუანა- ფართები, იარაღის შეტანა ოფისებში, კამერებით აღჭურვილ ოთახებში ორგანიზება ორგიების და აშ. ზოგიერთი წამოაგეს ამ პროვოკაციაზე და ჩანაწერებიც გააკეთეს.

იმ დროისთვის ეს იყო ოპოზიციურ პარტიასთან nazziების ბრძოლის კლასიკური, ბინძური,სტანდარტული წესი. ცნობილია, რომ სპეცსამსახურებში, როგორც წესი ხდება ყველანაირი დოკუმენტაციის აღრიცხვა, საიდუმლო საქმის წარმოება, “ლიტერები”, “ოდს” და აშ. არანაირი კვალი არ იყო დარჩენილი დეპარტამენტებში 2012 წლის ბოლოსთვის. თითქოს 8 წელი უშიშროებამ არ იმუშავა პოლიტიკური მიმართულებით. გაქრა ეს ყველაფერი არჩევნების წაგების შემდეგ, უფრო სწორად გაანადგურეს.

ზოგი წვრილფეხა აგენტი 2012 წლის განმავლობაში ეტაპობრივად “გარიცხეს” აგენტურული ქსელიდან და მათ დაიწყეს ოცნების ორბიტაზე ტრიალი, შემოკედლება. მათი უმეტესობა , ამჟამად თავგამოდებით აკრიტიკებს, აგინებს ოცნებას და მის გამორჩეულ ავტორიტეტებს კოჰაბიტაციის და ასევე ათასი გამოგონილი ცილისწამების, თუ შეთითხნილი სიბინძურის გამო. ზოგიც ისევ შიგნითაა ჩასაფრებული.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ გააქრეს და ბევრი რამე გახდა ცნობილი,მათ შორის ყველა ეს არშემდგარი, თუ შემდგარი აგენტების სიაც.

ასევე უმთავრესია აღინიშნოს სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის ძალოვანებში ჩარჩენილი ნაცები, რომლებიც ყველა მიმართულებით ფარულად უჭერენ მხარს ტერორისტულ პარტიას: საბოტაჟი, სისხლის სამრთლის საქმეების( ნაცების წინააღმდეგ) გაფუჭება, ფინანსური რესურსების მობილიზება,ფარული პროპაგანდა, აქტივის დასაქმება და აშ.

ტროას ცხენის “5” პუნქტიანი წარმატება

მათი პირველი და მთავარი მიზანი იყო პოლიტიკაში მოულოდნელად შემოსული ივანიშვილის და მისი პარტიის დასუსტება და დაშლა. 2011-12 წლებისთვის უკვე იმდენად ნდობადაკარგული იყო nazziონალური მოძრაობა, რომ ერთადერთი მათი გადარჩენის გზა იყო გადაებარებინათ მშვიდობიანად ხელისუფლება. ახალი ეკლექტური პარტია 4 წელში მოეშორებინათ პოლიტიკური ველიდან და ისევ მობრუნებულიყვნენ უკან.

ეს 2016 წელს არ გამოუვიდათ( მიზეზებს ეხლა არ მოვყვები) თუმცა რაც გამოუვიდათ გეტყვით:

1. ოცნება გაავსეს თავისი აგენტურით. ისინი იქ დარჩნენ, ნაწილი და დღემდე არიან სხვადასხვა საკვანძო თანადებობებზე. საიდანაც ნელნელა სხვადასხვა დროს 2013 წლიდანვე, ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის პრობლემებს უქმნიან მთავრობას და პარტიას.

2. ეტაპობრივად ხდებოდა დასავლელ პარტნიორებზე ისეთი ინფორმაციის და დეზინფორმაციის ნაზავის მიწოდება, რომელიც მათ ნდობას და მხარდაჭერას ეტაპობრივად ასუსტებდა მმართველი პარტიის მიმართ. რასაც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა თავისი მუშაობით და ვერ უწევს დღემდე უსუსური და იქაც ნაცაგენტებით სავსე საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3. მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი ახალი მმართველი პარტია ჩადგა თავის მართლების რეჟიმში და ნაცების მიერ შედგენილი დღის წესრიგი გახდა ფაქტიურად წარმმათველი პოლიტიკური სიტუაციისა ქვეყანაში. ეს ხელისუფლებას მუდმივად უშლიდა ხელს, რომ ბოლომდე სრული წარმატებით გაერთვა თავი შიდა, თუ გარე პრობლემებისთვის. მუდმივი თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ხომ ახდენს დეზორიენტირებას მთავარი ფოკუსიდან?

4. შიდა აგენტურის შედეგიანი მოქმედების გამო, ცილისმწამებლური კამპანიების და ბინძური დეზინფორმაციის საჭირო ადგილას სწრაფად, სხვაზე პირველად მიტანის, თუ გავრცელების შედეგად, ეტაპობრივად, შეფარული ნაცებით ნაცვლდებოდა ოცნების ერთგული და თავგანწირული უბრალო მომხრეები, თუ ძლიერი დასაყრდენები. მათ პარტია ვერ იცავდა და ნელნელა ბუდიდან ბარტყებივით ჰყრიდა თვითგადარჩენის გამო. ეს დღემდე ზრდის პარტიის გარეთ განაწყენებული ხალხის რაოდენობას კრიტიკულამდე.

5. ჯერ კიდევ 2012 წელს, ოპოზიციურ ოცნებაში მყოფმა აგენტებმა შეადგინეს ცრუ სტატისტიკურ მომაცემებზე დაყრდნობით ისეთი საარჩევნო პროგრამა, მესიჯბოქსი და პოპულისტური დაპირებები,(რომელსაც სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის აჟღრებინებდნენ) რომ შემდეგ ეს ძალიან კარგად გამოეყენებინათ მომავალში ოცნების წინააღმდეგ. იმ ფრაზების და გამოსვლების კოლაჟი დღემდე გამოიყენება, ცრუ დაპირებების, არაკომპეტენტურობის ხაზგასასმელად, ასევე უსუსურობის და უუნარობის ხაზგასასმელად. ეს ერთერთი საკვანძო საკითხი გახდა, რასაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ამას ემატებოდა საბოტაჟი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური, თუ პოლიტიკური პროექტების ვერ შესრულება, ჩაშლა და აშ.

რა უნდა ექნაოცნებას”?

1. წინამორბედისგან აეღო კარგი მაგალითი და ერთგული თანამებრძოლები ბოლომდე დაეცვა(იხ. რურუას ქეისი.. და აშ)

2. შეემუშავებინა ძლიერი, ეროვნულ ღირებულებებზე და ეროვნულ ინტერესებზე დაშენებული იდეოლოგია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა.

3. შეემუშავებინა და განეხორციელებინა პრაგმატული და გამბედავი საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის ეფექტური გეგმა, რომლის შედეგად შეიქმნებოდა საფუძველი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.

4. უნდა დაესაჯა ყველა დამნაშავე გაესამართლებინა და აეკრძალა ტერორისტული ორგანიზაცია nazzi მოძრაობა“, - წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სოსო  გოგაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, სკანდალური ექსმაღალჩინოსნის ნათელ-მირონის, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე  იაკობის სკანდალური განცხადებები  ბოდბის ეკლესიის ამბიონიდან. თავის განცხადებებში მეუფე იაკობი ხელისუფლებას აკრიტიკებდა  და უსუსურ ქმედებებში ამხელდა.