ლევან გოგოჩაიშვილმა და თაკო ჩარკვიანმა კორონავირუსი დაამარცხეს
ლევან გოგოჩაიშვილმა და თაკო ჩარკვიანმა კორონავირუსი დაამარცხეს

A+ A-

10:37 28/09/2020
კორონავირუსი საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ დაამარცხეს. ვირუსი დაამარცხა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმაც. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას.
 
“უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ”! - წერს ვიკა ბუკია.
 
2-ჯერ ჩატარებული კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანისა და მისი ოჯახის წევრების შემთხვევაშიც.
 
„ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია. უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან (დედასთან). მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო,, რომ რა შემიძლია???სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა“, - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
 
ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდათ, თაკო ჩარკვიანს კი - 11 სექტემბერს.
 
ხატია მამულია