საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დავით ფურცხვანიძის სახლის ჩხრეკენ
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დავით ფურცხვანიძის სახლის ჩხრეკენ

A+ A-

16:18 18/09/2020

არსებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის, დავით ფურცხვანიძის სახლში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე უწყების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, ისინი ამ დროისთვის ფურცხვანიძის სახლს ჩხრეკენ. 

ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორება, კომფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან, რეიხბახი ცნობილი.. და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის.  მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი, - თქვა დავით ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასთან დღეს საჯაროდ დაასახელა პირი, რომელმაც სატელიტის კადრები მიაწოდა. მისი თქმით, "სპუტნიკ ჯორჯიას" წარმომადგენელი, დავით ფურცხვანიძე მზადაა უწყების კითხვებს უპასუხოს. 

პრკურატურამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. უწყება აპირებს, რომ 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს ასევე გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო. მათივე განცხადებით,  გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

წყარო: მთავარი არხი