ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას - თინა ბოკუჩავა
ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას - თინა ბოკუჩავა

A+ A-

16:14 18/09/2020

თავად ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. ამგვარად ეხმიანება პარლამენტარი თინა ბოკუჩავა თანაპარტიელის განცხადებას.   

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გამარჯვების ფორმულის განმსაზღვრელი ინდივიდუალური დამოკიდებულებები არ უნდა იყოს.

"თავად ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. რამდენადაც ამ ეტაპზე, მისი საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ის არ აპირებს აქტიურად იყოს ჩართული როგორც საარჩევნო კანდიდატი, საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი აზრით, გამარჯვების ფორმულის განმსაზღვრელი ინდივიდუალური დამოკიდებულებები კი არ უნდა იყოს, არამედ გუნდური მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ," - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის .

ცნობისთვის,  გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება.