საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას - დავით ფურცხვანიძე
საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას - დავით ფურცხვანიძე

A+ A-

15:39 18/09/2020

“საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას", - აცხადებს დავით ფურცხვანიძე, პირი, რომელმაც სატელიტური ფოტოები ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს,  მიხეილ რამიშვილს მიაწოდა.

დავით ფურცხვანიძე ადასტურებს, რომ კადრები თავად მოიპოვა და პირველწყარო უცხოეთის მოქალაქეა. თუმცა ის ამბობს, რომ მის სახელსა და გვარს საგამოძიებო უწყებაში არ დაასახელებს. 

"მე წარმოვადგინე და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ასე არ არის, მაშინ წარმოადგინოს ის, რაც მას მიაჩნია ჭეშმარიტად. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოპოვებულია კერძო საშუალებებით, აქედან გამომდინარე, მე საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ დავასახელებ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს. მთლიანად საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას", - აცხადებს დავით ფურცხვანიძე.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტური ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. არსებული ინფორმაცხიით, ფურცხვანიძე „სპუტნიკ ჯორჯიას“ თანამშრომელია.