არ ვებრძვით სერგეენკოს, კახიშვილს და სოზარ სუბარს, მათ კონკურენტებს არ დავუყენეთ - ჯონდი ბაღათურია
არ ვებრძვით სერგეენკოს, კახიშვილს და სოზარ სუბარს, მათ კონკურენტებს არ დავუყენეთ - ჯონდი ბაღათურია

A+ A-

15:22 18/09/2020

პოლიტიკური პარტია "ჯონდი ბაღათურია -ქართული დასის" საარჩევნო ბლოკმა მოსახლეობას თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

პარტიის გადაწყვეტილებით,  მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მხოლოდ 4 ოლქში იყრიან კენჭს.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი - მაია სირაძე იქნება, ნაძალადევის - მარიამ სულაძე, გლდანი - ნატალია პაპაშვილი, ხოლო ვაკეში კენჭს ჯონდი ბაღათურია იყრის.

"საზოგადოებას არ აქვს არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. პირველად ჩვენ შევძელით საქართველოს ისტორიაში და ეროვნული ძალები გავერთიანდით. მივმართავ ამომრჩეველს, თქვენ გაქვთ უკვე არჩევანი. 

კანდიდატები არ წარვადგინეთ  საბურთალოზე, ისანში და სამგორში, რადგან აქ კენჭს სამი წარმატებული რეფორმის ავტორი იყრის. ჩვენ არ ვებრძვით სერგეენკოს, კახა კახიშვილს და სოზარ სუბარს, შესაბამისად მათ კანდიდატები არ დავუყენეთ,"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.