საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

15:19 18/09/2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ვინაიდან უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, - აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.