მთავრობა კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის მოგვარებას აპირებს - მეზვრიშვილი
მთავრობა კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის მოგვარებას აპირებს - მეზვრიშვილი

A+ A-

14:38 16/09/2020
საქართველოს მთავრობა კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემის მოგვარებას აპირებს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. “ის შეზღუდვები, რომელებიც რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ კულტურულ ღონისძიებებთან და ქორწილებთან დაკავშირებით, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
 
ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართული გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ.
 
ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები შეეხოთ და ამ ადამიანებმა ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს ინტენსიურად, რომ რაც შეიძლება ეს პრობლემა ამ ადამიანებს მალე მოუგვარდეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.