"არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მითუფრო მსგავსი "კომპრომისებით"
"არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მითუფრო მსგავსი "კომპრომისებით"

A+ A-

18:39 15/08/2020

საქართველოს პარლამენტის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ცოტნე ზურაბიანი აღნიშნავს, მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება წარმოუდგენელია.

"დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია.

ამ "კომპრომისის" გარეშე ტერმინი "ოკუპაცია" არ იქნებოდა გამოყენებული? სხვანაირად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნებოდა აღიარებული? და ეს იყო მათი "წარმატებული საერთაშორისო პოლიტიკა" და საერთაშორისო კავშირები, რომლითაც დღესაც თავს იწონებენ?

ეს არის ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ახლა, როგორც არ უნდა სცადონ თავის მართლება, არ გამოვა, არ მართლდება საკუთარი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაფრით, მითუფრო მსგავსი "კომპრომისებით", რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეს საქართველოს", - აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.