ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ - პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ - პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

A+ A-

18:21 15/08/2020

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსიის პრეზიტენმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარში ბელარუსიაში მიმდინარე აქციების შესახებ ისაუბრეს. ზარის ინიციატორი ლუკაშენკო იყო, რომელიც თვლის, რომ ბელარუსიაში გამართული აქციები მხოლოდ მათ არ ეხებათ და ეს ყველას პრობლემაა.

კრემლის განცხადებით, ბელარუსიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ბელორუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. ეს პრობლემები არ უნდა გამოიყენონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, დახმარების თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის გაერთიანებას, - წერია კრემლის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა შეტაკება. ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

აგრეთვე მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ. ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.

პრეზიდენტის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.