ალეკო ელისაშვილის პარტიიდან ქუთაისში კენჭს იოსებ კენჭაძე იყრის
ალეკო ელისაშვილის პარტიიდან ქუთაისში კენჭს იოსებ კენჭაძე იყრის

A+ A-

17:01 15/08/2020

ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეები“ სახელით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარაუდოდ, იოსებ  კენჭაძე იქნება.

როგორც კენჭაძემ "2020NEWS"-ს  განუცხადა, პარტიის პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში აგვისტოს ბოლოს  გაიმართება, რა დროსაც მოხდება  დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა.

„გუნდში ვმუშაობთ და ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა გამორიცხული არაა, მეც ვიყო დეპუტატობის კანდიდატი.  აგვისტოს ბოლოს ქუთაისში მოხდება პარტიის პროგრამის  და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა, სადაც ვისაუბრებთ ჩვენს გეგმებზე და ხედვებზე,“- განაცხადა კენჭაძემ.

იოსებ კენჭაძე პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, ის  სამართლის სპეციალისტია,   აქვს გერმანიასა და საქართველოში მუშაობის გამოცდილება.

რაც შეეხება პარტიის დამფუძნებელს,  ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის.

ირინა მაკარიძე